|
2019-04-18 14:23:47, 1734 ნახვა
პოლიტიკა
მელია: უმრაველესობა ივანიშვილის დაკრულზე ცეკვავს, მაგრამ კალენდარზე 2019 წელია და მოქალაქეებს პატივი სცენ
დროა, კობახიძე და ოხანაშვილი შეეგუონ, რომ ბიძინა ივანიშვილის დაკრულზე ცეკვავენ, მაგრამ კალენდარზე 2019 წელია და პატივი სცენ როგორც დეპუტატებს, ასევე მოქალაქეებს, რომელთაც ზურგი აქციეს, – ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, დეპუტატმა ნიკა მელიამ განაცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პარლამენტში სამუშაო პროცესი მორღვეულია. „მდინარაძე, თალაკვაძე, ოხანაშვილი და კობახიძე წავიდნენ, მიცუნცულდნენ ივანიშვილთან, კონსულტაცია გაიარეს, ჩაწერეს არაოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც არც ერთ დეპუტატს წაკითხული არ აქვს. თურმე, ოხანაშვილისგან უნდა გავიგოთ და მას უნდა ვენდოთ. თურმე, ოხანაშვილამდე კონსულტაცია და მსჯელობა არ უნდა გაიმართოს. ამას არ დავუშვებთ, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ ფორმალურად უმრავლესობა ჰყავს. დროა, კობახიძე, ოხანაშვილი შეეგუონ, რომ ბიძინა ივანიშვილის დაკრულზე ცეკვავენ, მაგრამ კალენდარზე 2019 წელია და პატივი სცენ როგორც დეპუტატებს, ასევე მოქალაქეებს, რომელთაც ზურგი აქციეს. 14-გვერდიანი ინგლისურენოვანი რეკომენდაციები გასცა ვენეციის კომისიამ და როგორ ფიქრობთ, რამდენს აქვს წაკითხული? მგონი, არც უთარგმნიათ. შიდა განხილვა იყო ხუთ-ექვს კაცთან“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)