|
2019-04-17 15:38:28, 1559 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია: რეგლამენტში არ წერია, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონო ირაკლითი უნდა მიმართო
„ეს ბიჭი არის სრულიად არაადეკვატური, აღქმა არ აქვს რეალობის“, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ბესელიამ აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძეს სხდომის წაყვანა აღარ უნდა ანდონ. ამასთან, მისივე განმარტებით, რეგლამენტში არ წერია, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონო ირაკლითი უნდა მიმართო. „ეს ბიჭი არის სრულიად არაადეკვატური, აღქმა არ აქვს რეალობის. შეუძლია არაფრისგან შექმნას სკანდალური სურათი და არაფრისგან შექმნას კონფლიქტები, რომ მე სხვა მსგავსი მაგალითის მოყვანა არ შემიძლია. უბრალოდ არ შეუძლია მართვა პროცესის. მართლა მშვიდად ვაპირებდი პროცედურებთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვას, იმიტომ რომ მეორე დღეა ვითხოვ ჩვენი კანონპროექტის დღის წესრიგში ჩასმას. ამ კანონპროექტს ხომ საგულდაგულოდ მალავენ და ბიუროს სხდომას არ იწვევს. ჯერ ხომ დააგვიანა კენჭისყრაზე და ყველა ველოდით, მერე აბსურდული რაღაცები ილაპარაკა რეგლამენტზე. ჯერ ერთი რეგლამენტში არ წერია, რომ ბატონო ირაკლითი უნდა მიმართო პარლამენტის თავმჯდომარეს, როგორმე მე ამდენი ეთიკა და კულტურა მაქვს ვის როგორ უნდა მივმართო. ეს ნამდვილად არ წერია. მაგრამ ის ნამდვილად წერია რასაც არღვევს ყველა ფეხის ნაბიჯზე“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)