|
2019-04-17 14:08:40, 1743 ნახვა
პოლიტიკა
„სანამ აქედან ჩამომიყვანიხარ, წესიერად მოიქეცი!“ - „თავმჯდომარეს თქვენობით უნდა მიმართოთ!“ - ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეს დაუპირისპირდა
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა. ეკა ბესელია კობახიძის ტრიბუნასთან მივიდა და მას ჰკითხა, მისი ხომ არ ეშინოდა. „შიში თქვენკენ მოიკითხეთ“,- უპასუხა კობახიძემ. ყოფილ თანაგუნდელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გაგრძელდა. „სანამ აქედან ჩამომიყვანიხართ, წესიერად მოიქეცით“, - თავის მხრივ, მიუგო ეკა ბესელიამ. ირაკლი კობახიძემ მანდატურის სამსახურს ეკა ბესელიასთვის წესების დაცვის იძულების თხოვნით მიმართა. ცნობისთვის, კობახიძე და ეკა ბესელია ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც სიტყვით გამოსვლისას თავმჯდომარემ დეპუტატს მიკროფონი გაუთიშა. „ერთი წუთით, ყურადღებით, ირაკლი, შენ მოგმართავ, ხომ ხედავ სადაც ვზივარ, თუ ვერ მხედავ, შემიძლია ახლოს მოვიდე“ - ბესელიას ამ კომენტარის შემდეგ კობახიძემ მას მიკროფონი გაუთიშა და აღნიშნა, რომ დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარეს თქვენობით უნდა მიმართონ. "გამოურთეთ მიკროფონი, პარლამენტის თავმჯდომარეს თქვენობით უნდა მიმართოთ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მოგმართავთ თითოეულ თქვენგანს და შემდეგზე, როცა ამ შეცდომას გამოასწორებთ, მერე მოგცემთ ხოლმე სიტყვას“,- მიმართა კობახიძემ ბესელიას.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)