|
2019-04-17 12:14:16, 1498 ნახვა
პოლიტიკა
„გირჩი“ ამომრჩევლებს ხმის სანაცვლოდ ანაზღაურებას სთავაზობს
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნებისთვის ამომრჩევლის "მოსყიდვას" იწყებს, - ამის შესახებ გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ჯაფარიძემ განმარტა, მთაწმინდის ამომრჩევლები, რომლებიც ხმას "გირჩის" მაჟორიტარ კანდიდატს ჰერმან საბოს მისცემენ, ხმის სანაცვლოდ გარკვეულ ანაზღაურებას მიირებენ. "გამომდინარე იქიდან თუ რამდენად მნიშვნელოვანია გირჩისთვის ამ არჩევნებში გამარჯვება და საპარლამენტო ტრიბუნის მოპოვება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, აგრევე მთავარი ოპონენტების ფინანსური რესურსების მასშტაბის გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ ღიად შევთავაზოთ მთაწმინდელებს ანაზღაურება თითოეული მოცემული ხმისთვის. ანაზღაურებას მოვახდენთ გირჩის ციფრული ვალუტით - ჯედით, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ორი დანიშნულებით: 1. დაგროვილი ჯედები ნებისმიერ მოქალაქეს აქცევს გირჩის ორგანულ ნაწილად და შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღოს პარტიის პოლიტიკური მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში (მაგალითად 2020 წლის არჩევნებისთვის პარტიული სიის ფორმირებაში) 2. გირჩის მიერ დაგეგმილი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის პროცესში ანაზღაურება მოხდება 100-მაგად დისკონტირებული ფასით! კერძოდ: თითოეულ მიღებულ ხმაზე გირჩი გასცემს 50 დოლარის ექვივალენთ 5,000 ჯედს (მომავალში შეესაბამება 5,000 დოლარს). ჯედების მისაღებად, ნებისმიერმა მთაწმინდელმა უნდა წარმოადგინოს შემოხაზული 35 ნომრიანი ბიულეტენის ფოტო სურათი. გარდა ამისა, თითოეული გირჩის მისიონერი, რომელიც ივლის კარდაკარ მთაწმინდაზე და გირჩის სათქმელს მიიტანს ოლქის მოსახლეობამდე, მიიღებს 900 დოლარის ექვივალენტ 90,000 ჯედს (მომავალში შეესაბამება 90,000 დოლარს). თითეული წარმოამდგენელი საარჩევნო უბანსა და საოლქო კომისიაში, რომლებიც დააკვირდებიან არჩევნების პროცესს 19 მაისს, ხმების დათვლის ჩათლით, მიიღებს 500 დოლარის ექვივალენთ 50,000 ჯედს (მომავალში შეესაბამება 50,000 დოლარს). ხოლო, თითოეული მხარდამჭერი, რომელიც მთაწმინდაზე უკვე გადმოეწერა ან გადმოეწერება 24 აპრილამდე, მიიღებს 200 დოლარის ექვივალენტ 20,000 ჯედს (მომავალში 20,000 დოლარს). ჩვენ ვაცხადებთ მზაობას რომ დაახლოებით 100,000,000 ჯედი გავანაწილოთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ხმას მოგვცემენ ან აქტიურად ჩაერთვებიან მთაწმინდაზე საბოს მხარდამჭერების მობილიზებაში. ეს ნიშნავს რომ გირჩში, მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მათ შორის 2020 წლის საპარლამენტო პარტიული სიის ფორმირების პროცესშიც, ჯამში ამ ადამიანებს, ვინც ხმა მოგვცა და ვინც გამარჯვების მოპოვებაში დაგვეხმარა, ექნებათ იგივე წონა რაც ყველას ჩვენ, ვინც დღევანდელი გირჩის შექმნაზე დავხარჯეთ თითქმის 3 წელი. ანუ, მთაწმინდის არჩევნებში გამარჯვებაში ვცვლით გირჩის აქციების 50%-ს. ამავე დროს, მოვუწოდებთ სხვა პარტიებს, ნუ შეეშინდებათ არსებული უაზრო რეგულაციების და გაასაჯაროონ ინფორმაცია იმის შესახებ რა ფასს იხდიან თითეულ ხმაში მთაწმინდაზე", - განაცხადა ჯაფარიძემ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)