|
2019-04-16 13:49:17, 1365 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბიურომ,16 აპრილის სხდომაზე მიიღო. „28 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიერ, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი ზვიად გამსახურდიას მიერ სწორედ პლენარულ სხდომათა დარბაზში და ამ აქტის მიმართ პატივისცემის ნიშნად და ასევე საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიმართ პატივისცემის ნიშნად, შემოთავაზებულია წინადადება, რომ პლენარულ სხდომათა დარბაზს ეწოდოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური და ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა წარმოდგენილი წინადადებისთვის. „მსურს მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლის ამ ინიციატივისათვის, ვინაიდან პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში გაბედა და შეძლო ჩაეტარებინა რეფერენდუმი მთელი საქართველოს ტერიტორიაზე და შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს გამოეცხადებინა მაშინდელ უზენაეს საბჭოს მისი ხელმძღვანელობით დამოუკიდებლობის აღდგენა, ეს ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ სხდომათა დარბაზს, რომელიც არის ისტორიული დარბაზი, რომელშიც ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი აქტი მოხდა 28 წლის წინ იმ დარბაზში და ჩვენი პოლიტიკური ლიდერი, საქართველოს პოლიტიკური ლიდერი მაშინ იყო სწორედ ზვიად გამსახურდია", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. ამ მნიშვნელოვან ფაქტს ასევე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი მირიან წიკლაურიც და პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა ინიციატივისთვის. „თქვენ გეყოთ ვაჟკაცობა იმისთვის, რომ ეს საკითხი წამოგეწიათ წინ და დღეს ამ იდეას უკვე ხორცი შეესხა. ზვიად გამსახურდიას სახელის დაფასება უნდა გაგრძელდეს, კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს. ამაზე მიუთითებს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხიბულაში სტუმრობაც და იქ შესაბამისად მემორიალური მუზეუმის გახსნის იდეაც ჩაისახა. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ წელს პირველად სათანადოდ აღინიშნა ზვიად გამსახურდიას იუბილე უკვე ქვეყნის მასშტაბით, ხელისუფლების მიერ", - განაცხადა მირიან წიკლაურმა. პარლამენტის ბიურომ გადაწყვეტილებას ერთხმად დაუჭირა მხარი. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მუდმივად შეგვახსენებს თავისუფლების მნიშვნელობას, დამოუკიდებლობის მნიშვნელობას. თავისუფლების და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მნიშვნელობას და შეგვახსენებს ასევე იმას, თუ ვინ იდგა ამ ბრძოლის უკან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და ბიუროს წევრებს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)