|
2019-04-15 13:36:48, 1537 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე: უმრავლესობა უფრთხის ვენეციის კომისიის დასკვნას, ლაჩრულად იქცევა
უმრავლესობა უფრთხის ვენეციის კომისიის პოზიციას, იქცევა ლაჩრულად, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე პარლამენტში მიმდინარე განხილვას. ანა დოლიძის თქმით, კანონპროექტში უმთავრესი პრობლემაა ის, რომ იუსტიციის უმღლესი საბჭოს უმრავლესობას - 10 წევრს, რჩება სრული უფლებამოსილება, რომ პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატთა სია წარადგინოს. „ის, რომ იურიდიული კომიტეტი ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე იღებს კანონპროექტს მეორე მოსმენით, მიუთითებს, რომ უფრთხის ვენეციის კომისიის პოზიციებს. სინამდვილეში არგუმენტი, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აკლია და ამიტომ რეაქტიული სიჩქარით უნდა მივიღოთ ეს პროექტი, ცხადია, საფუძველს მოკლებულია, რადგან პარლამენტში 2016 წლიდან წარდგენილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამი კანდიდატი: ნონა თოდუა, თამარ ლალიაშვილი და ლევან ბოძაშვილი. საქართველოს პარლამენტს, თუ ასე ეჩქარებოდა, მაშინ ამ ადამიანებისთვის უნდა ეყარა კენჭი, მათი იგნორირება არ უნდა მოეხდინა და შემდეგ უნდა ეზრუნა დანარჩენ კანდიდატურებზე. ფაქტია, რომ მოხდა იურიდიული თვალსაზრისით გამართულად წარდგენილი ადამიანების სახელებისა და გვარების იგნორირება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
ინფორმაციას: 1tv.ge ავრცელებს.
წლის დასაწყისიდან უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეშვიდედ შეუტიეს
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)