|
2019-04-13 17:32:20, 1588 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია უახლოეს მომავალში ახალ პოლიტიკურ ძალას შექმნის
პირველი პოლიტიკური განცხადება, რომელსაც მეგობრებთან კონსულტაციების შემდეგ გავაკეთებ, უკავშირდება ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ „დაიცავი საქართველოს“ შეკრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ბესელია უახლოეს მომავალში ახალ პოლიტიკურ ძალას შექმნის. „საზოგადოების ხმა პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ. დღეს ჩვენ საზოგადოებამ გვითხრა, რომ არ უნდათ მათ წარსულში მოძალადე მოსამართლეების უვადოდ არჩევა. პირველი ეს არის ის ინიციატივა, რომელიც კანონპროექტის სახით ახლა იხილება პარლამენტში და ჩვენ ეს მხარდაჭერა გვჭირდება. მეორე - იწყება ხელმოწერების შეგროვება დღეს აქ. ეს არის ის ინიციატივა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოცაცხადე, რომ ვიწყებთ 200 ათასი ჩვენი მოქალაქის ხელმოწერის შეგროვებას, რომ უვადოდ მოსამართლეების არჩევა კონსტიტუციაში შეიცვალოს და ეს გავრცელდეს უკვე არჩეულ მოსამართლეებზეც. რაც შეეხება, პოლიტიკურ ნაწილს, ალბათ, შემდეგი პირველი პოლიტიკური განცხადება, რომელსაც მე კონსულტაციების შემდეგ გავაკეთებ ჩემს მეგობრებთან ერთად, იქნება ჩვენი შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება იმ ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას, რომელიც სჭირდება ცვლილებების სახით ამ ქვეყანას. „დაიცავი საქართველო“ დარჩება, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა. ამიტომაც დღეს მხოლოდ საზოგადოება ლაპარაკობდა აქ და არა პოლიტიკოსები“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
წლის დასაწყისიდან უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეშვიდედ შეუტიეს
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)