|
2019-04-13 15:54:14, 1588 ნახვა
პოლიტიკა
შაქარიშვილი: ხალხი, ვის კისერზეც ოჯახური ტრაგედიებია, დღეს სამართლიანობის ეტალონებად წარმოაჩინეს
ის ხალხი, ვის კისერზეც არის ოჯახური ტრაგედიები, დღეს სამართლიანობის ეტალონებად წარმოაჩინეს, - ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა მოძრაობის „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღეს პოლიტიკაში კეთილსინდისიერება, პატიოსნება, კომპეტენცია უფრო ბარიერი გახდა დღეს, ვიდრე ხელისშემწყობი ფაქტორი. „რა რეალობაში ამოვყავით თავი 7 წლის შემდეგ - ის ხალხი, რეალურად, ვისთანაც იყო დაკავშირებული უამრავი უდანაშაულო ადამიანის დასჯა, ვის კისერზეც არის ოჯახური ტრაგედიები, ვინც ქუჩაში დევნიდა, დღეს ის ადამიანები სამართლიანობის ეტალონებად წარმოაჩინეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და განგაშის მომცემი სიმპტომი, რადგან მცდელობაა გადაიხედოს მარადიული ღირებულებები და ფასეულობები - სასამართლოში, პარლამენტში, ზოგადად, პოლიტიკაში კეთილსინდისიერება, პატიოსნება, კომპეტენცია უფრო ბარიერი გახდა დღეს, ვიდრე ხელისშემწყობი ფაქტორი. ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა“, - აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.
წლის დასაწყისიდან უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეშვიდედ შეუტიეს
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)