|
2019-04-13 11:20:53, 1191 ნახვა
პოლიტიკა
შალვა შავგულიძე: მთაწმინდის ამომრჩეველი საარჩევნო სისტემის შეცვლას მხარს უჭერს
„მთაწმინდის ამომრჩეველი საარჩევნო სისტემის შეცვლას მხარს უჭერს“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველო“ - თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა მთაწმინდის ოლქში შალვა შავგულიძემ განაცხადა. არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარების მოთხოვნით „ევროპული საქართველო“ – „თავისუფალი დემოკრატები“ ბლოკის წევრები ხელმოწერებს ერთობლივად აგროვებენ. „ჩვენ ვაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. დღეს მთაწმინდის ამომრჩევლებს შევხვდით . მოგეხსენებათ ეს საჭიროა, რათა არჩევნები სამართლიანად იყოს აღქმული საზოგადოების მიერ, ბევრად სამართლიანად ჩატარდეს და მოპოვებული ხმების პროპორციულად აისახოს ნებისმიერი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლობა პარლამენტში. უნდა აღვნიშნო, რომ მთაწმინდის ამომრჩეველი ძალიან აქტიურად უჭერს მხარს ამ მოთხოვნას. მე იმედი მაქვს, რომ დანაპირები მილიონი ამომრჩევლის ხმა, წარდგენილი იქნება სრულად“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ. „ევროპული საქართველოს“ წევრი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა ქართული საზოგადოების მთავარი ინტერესია. „პროპორციულ არჩევენებზე გადასვლა ეს არის მთავარი ინტერესი რაც დღეს აქვს ქართულ საზოგადოებას ,იმიტომ რომ ეს მოგვცემს საშუალებას არცერთმა პოლიტიკურმა ძალამ, არცერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა , არცერთმა ცალკე აღებულმა პოლიტიკოსმა არ უნდა მიიტაცოს ხელისუფლება . ეს იქნება ხალხისთვის მთავარი გარანტი იმისა რომ მათ მოუწევთ ხალხის“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
წლის დასაწყისიდან უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეშვიდედ შეუტიეს
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)