|
2019-04-12 18:14:14, 1570 ნახვა
პოლიტიკა
ლაშა ნაცვლიშვილი: რომ არა თეა წულუკიანი, სტრასბურგის სასამართლო გირგვლიანის საქმეს წარმოებაში არ მიიღებდა
„რომ არა თეა წულუკიანი, სტრასბურგის სასამართლო ამ საქმეს წარმოებაში არ მიიღებდა. სწორედ ამიტომ აქვთ წულუკიანის მიმართ აგრესია ამ დანაშაულებრივ, ერთი ოჯახის წინააღმდეგ შეთქმულ ბანდას, ამიტომ ვერ იტანენ. ეს განცხადება ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიეთობის მრჩეველმა ლაშა ნაცვლიშვილმა გააკეთა. „ის რომ არაეფექტურობის ნაწილში გაიზიარეს და ეს თეას ძალიან დიდი ძალისხმევით მიიღეს წარმოებაში, იცით რით დააკომპენსირეს? სტრასბუგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მხოლოდ სიცოცხლის უფლების დარღვევა ცნეს და არ ცნეს სამართლიანი სასამართლოს დარღვევის უფლება. როგორ? საქართველოში სამართლიანი სასამართლოს პირობებში მიმდინარეობდა სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვა, როდესაც 9 დღეში მორჩა პროცესი და ტელეფონებს ერთმანეთს აწვდიდნენ პროკურორები? მე თქვენ დაგიტოვებთ იმ კენჭისყრის შედეგებს, რომელიც არის გირგვლიანის შესწორებებზე, ოღონდ არა იმ შესწორებებზე, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ მიიღო იმისთვის, რომ დაზღვეული იყოს საზოგადოება ასეთი ტიპის დანაშაულისგან, იმ გირგვლიანის წინააღმდეგ შესწორებებს, რომელიც დაჩქარებული წესით მიიღეს, პატიმრობის კანონი, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი, როგორ შეაწყალებინეს პრეზიდენტს სამხედრო მოსამსახურეები. წავიკითხავ მათ გვარებს, ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, ხათუნა გოგორიშვილი, დავით კირკიტაძე, პავლე კუბლაშვილი, მეგი გოცირიძე“ - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.
(NS)
მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა ოცნების ავტორიტარული სისტემის რეალური სახე -მედიის ადვოკატირების კოალიცია
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
"საგანძურის მარათონში" ახალი თვე დაიწყო - ახალი გამარჯვებულები, ₾250 000-იანი საპრიზო ფონდი
WaPo: ტრამპი პენტაგონის ხელმძღვანელისგან ირანთან ომისთვის რაკეტების დეფიციტის შესახებ ახსნა-განმარტებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)