|
2019-04-11 13:25:35, 1523 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: შეუძლებელია ბესელიას მიერ მომზადებული კანონპროექტის მხარდაჭერაზე ვიმსჯელოთ
შეუძლებელია ბესელიას მიერ მომზადებული კანონპროექტის მხარდაჭერაზე ვიმსჯელოთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძე ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს გამოეხმაურა. ამ კანონპროექტის მიხედვით, იუსტიციის საბჭო სასამართლოში ხდება კანცელარია. ეს კანონპროექტი არ შეესაბამება კონსტიტუციას. ამ კანონპროექტის განხილვა, პრაქტიკულად, არის ფორმალური. ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო კანონპროექტი და ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას. შეუძლებელია, რომ ვიმსჯელოთ იმ კანონპროექტის მხარდაჭერაზე, რომელიც დღეს კომიტეტზე გამოდის. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის საშუალება. სხვა მხრივ, თავად ეკამაც, როგორც იურისტმა და პოლიტიკოსმა, ძალიან კარგად იცის, რომ ამ თემას პერსპექტივა არ აქვს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა ოცნების ავტორიტარული სისტემის რეალური სახე -მედიის ადვოკატირების კოალიცია
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
"საგანძურის მარათონში" ახალი თვე დაიწყო - ახალი გამარჯვებულები, ₾250 000-იანი საპრიზო ფონდი
WaPo: ტრამპი პენტაგონის ხელმძღვანელისგან ირანთან ომისთვის რაკეტების დეფიციტის შესახებ ახსნა-განმარტებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)