|
2019-04-11 13:04:57, 1644 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე შაქარიშვილის და ჯიშკარიანის გასვლაზე: ეს „ოცნების“ რღვევის პროცესი არ არის
ეს არ არის „ქართული ოცნების“ რღვევის პროცესი - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე თბილისის საკრებულოს უმრავლესობიდან ვატო შაქარიშვილის და ჯაბა ჯიშკარიანის წასვლის ფაქტს. როგორც მან განაცხადა, ისევე როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ეს პროცესი საკრებულოში მხოლოდ რამდენიმე ადამიანის გასვლით დასრულდება. „ეს არის ის პროცესი, რომელიც საქართველს პარლამენტში იყო, რამდენიმე ადამიანით შემოიფარგლა და იგივე პროცესის გაგრძელებაა. ჩვენ არაერთი მაგალითად ფეისბუქ სტატუსი ვნახეთ ვატო შაქარიშვილის ავტორობით და უკვე იმაზე მოასწავლებდა უკვე რამდენიმე თვით წინაც კი რომ ეს ადამიანი ვერ იქნებოდა და არ იქნებოდა ქართულ ოცნებაში. აქედან გამომდინარე აქ ახალი არაფერ არის და არც თქვენს მიერ დაანონსებული ამბავი არ არის პერსპექტიული რომ ეს არის ქართული ოცნების რღვევის პროცესი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა ოცნების ავტორიტარული სისტემის რეალური სახე -მედიის ადვოკატირების კოალიცია
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
"საგანძურის მარათონში" ახალი თვე დაიწყო - ახალი გამარჯვებულები, ₾250 000-იანი საპრიზო ფონდი
WaPo: ტრამპი პენტაგონის ხელმძღვანელისგან ირანთან ომისთვის რაკეტების დეფიციტის შესახებ ახსნა-განმარტებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)