|
2019-04-11 09:14:08, 1410 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: ივანიშვილისგან გულწრფელი შეფასება მოვისმინეთ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოსთან დაკავშირებით
ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილისგან გულწრფელი შეფასება, პოლიტიკური შეფასება მათ შორის, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოსთან დაკავშირებით, იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაქვვს ქვეყანაში და ამავე დროს, იმ ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა აერთიანებდეს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და პოლიტიკურ ძალას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანბიშვილის ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველ გუნდშ კონსულტაციები ყოველთვის მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს. „ბუნებრივია, ჩვენ გუნდში ყოველთვის გვაქვს კონსულტაციები. იცით, რომ წარდგენილი გვაქვს ძალიან ამბიციური რეფორმათა პაკეტი და დღესაც მოისმინეთ შეფასებები, მათ შორის ჩვენი ევროპელი მეგობრების, რომ ჩვენი რეფორმათა პაკეტი ძალიან ამბიციური და შედეგებზე ორიენტირებულია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ თვითონ შედეგებზე ორიენტირებული მთავრობა. ბუნებრივია, ასეთი კონსულტაციები ყოველთვის მიდიოდა. მე გიდასტურებთ, რომ დღესაც მიდის. რა თქმა უნდა, დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია, მაგრამ მე ყოველთვის დაგიდასტურებთ, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებული პროგრესზე და იმაზე, რომ ჩვენ ვიყოთ დარწმუნებული, რომ ყველა ადამიანური რესურსი არის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებული იმ მიზნების მისაღწევად, რომელიც გვაქვს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა ოცნების ავტორიტარული სისტემის რეალური სახე -მედიის ადვოკატირების კოალიცია
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
"საგანძურის მარათონში" ახალი თვე დაიწყო - ახალი გამარჯვებულები, ₾250 000-იანი საპრიზო ფონდი
WaPo: ტრამპი პენტაგონის ხელმძღვანელისგან ირანთან ომისთვის რაკეტების დეფიციტის შესახებ ახსნა-განმარტებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)