|
2019-04-10 14:56:06, 1440 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - 9 აპრილის მსხვერპლით საქართველომ თავისი ევროპული იდენტობა დაიბრუნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლა 9 აპრილის ტრაგედიით დაიწყო. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლით საქართველომ თავისი ევროპული იდენტობა დაიბრუნა. მისივე თქმით, ზუსტად ამ მიზეზის გამო მისი დღევანდელი გამოსვლა ეძღვნება ყველა ადამიანს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ქვეყნის ერთიანობას და თავისუფლებას. „გუშინ - 9 აპრილს - საქართველომ 30 წლისთავი აღნიშნა იმ ავბედითი დღიდან, როდესაც 1989 წელს საბჭოთა კავშირიდან თავისუფლების და დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული ანტი-საბჭოთა მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისის ცენტრში - რუსთაველის გამზირზე - სასტიკად იქნა დარბეული საბჭოთა ჯარის მიერ ტანკებისა და იარაღების გამოყენებით. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ ისე ცხადად მახსოვს, თითქოს გუშინ იყო. 1989 წლის 9 აპრილს მცირე ერი გაერთიანდა თავისუფლებისა და სუვერენული არსებობის დასაცავად. იმ დღეს ქართველმა ერმა გაბედა გაერთიანებისა და სიტყვის თავისუფლებით ესარგებლა საბჭოთა კავშირში. ეს მცდელობა სისხლით ჩაახშეს, თუმცა მათი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის არ ყოფილა დაკარგული. იმ ტრაგიკული მოვლენიდან 2 წლის შემდეგ ხელი მოეწერე დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ამ ბრძოლითა და მსხვერპლით საქართველომ დაიბრუნა თავისი ევროპული იდენტობა, რაც ასე შორს გვეჩვენებოდა 30 წლის წინ. ზუსტად ამ მიზეზის გამო ჩემი დღევანდელი გამოსვლა თქვენს წინაშე ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ჩემი ქვეყნის ერთიანობას და თავისუფლებას“, - აღნიშნა მამაუკა ბახტაძემ.
მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა ოცნების ავტორიტარული სისტემის რეალური სახე -მედიის ადვოკატირების კოალიცია
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
"საგანძურის მარათონში" ახალი თვე დაიწყო - ახალი გამარჯვებულები, ₾250 000-იანი საპრიზო ფონდი
WaPo: ტრამპი პენტაგონის ხელმძღვანელისგან ირანთან ომისთვის რაკეტების დეფიციტის შესახებ ახსნა-განმარტებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)