|
2019-04-10 00:12:50, 1271 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი - კაპიტანი გიგაური , რომელიც ჩვენ გვახსოვს, რომ 26 მაისს დარბეული ხალხი დააჯილდოვა, დღეს ენჯეოდ წარმოგვიდგება
საერთაშორისო გამჭვირვალობა მემგონი სადაც გიგაურია, ის კაპიტანი გიგაური , რომელიც ჩვენ გვახსოვს, რომ 26 მაისს დარბეული ხალხი დააჯილდოვა, დღეს ენჯეოდ წარმოგვიდგება ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. “დღეს რამეთუ ტელევიზიით პირველად მიწევს გამოსვლა, მჭირდება, რომ, ეს ტელემაყურებელს შევახსენო. გუნდში ამაზე გვქონდა მრავალჯერადად მინიშნებაც და შეხსენებაც, ეს არ არის ახალი, მაგრამ 5-10 წუთი დამჭირდება, საზოგადოებას რომ შევახსენო თუ მომცემთ ამის საშუალებას. ის, რომ 2013 წელს გიგაური წერს და ეს საჯაროდ იყო, ახალს არაფერს ვამბობ, რომ ყველა მოსამართლე უვადოდ უნდა აირჩიოს და მიგვანიშნებდნენ ქართულ ოცნებას, რომ არ გაბედონ მოსამართლეებს შევეხოთ. იგივე გიგაური დღეს ნახეთ რა დღეშია, როგორ ილაშქრებს და უვადოდ არჩევის წინააღმდეგიც არის, მოსამართლეების წინააღმდეგიც არის, ყოველდღე პოზიციებს ცვლის, კვლევებზეც გეტყვით, როგორ კვლევებს ატარებს და როგორ ხდება მისი განვითარება, მაგრამ 2013 წელია საინტერესო. ეს არის წლები, როდესაც ისევ კუბლაშვილი მართავს, მეიშვილი მოადგილეა და ყველას ჰქონდა განცდა და მათ რიცხვში ნაციონალურ მოძრაობასაც , რომ სასამართლო ისევ მათი გავლენის ქვეშაა და ალბათ იყო კიდეც, მე თვეებად ვერ დავყოფ ამ პროცესებს, უფრო გვიან, როდესაც მურუსიძემ, იქ ჩინჩალაძეც გამოჩნდა და როგორც ჩანს, ეს გვარები ამორჩეულია ნაციონალური მოძრაობის მიერ და არა ჩვენგან. ჩვენ ეს გვარები არ ვიცოდით და ჩვენს საზოგადოებას და მათ შორის ქართული ოცნების წევრებს მათზე არასდროს აქცენტი არ გაუკეთებიათ, გვარები ჩვენ გავიგეთ, როცა მათი ლანძღვა დაიწყო საჯარო სივრცეში“, - განაცხდა ბიძინა ივანიშვილმა.
მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა ოცნების ავტორიტარული სისტემის რეალური სახე -მედიის ადვოკატირების კოალიცია
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
"საგანძურის მარათონში" ახალი თვე დაიწყო - ახალი გამარჯვებულები, ₾250 000-იანი საპრიზო ფონდი
WaPo: ტრამპი პენტაგონის ხელმძღვანელისგან ირანთან ომისთვის რაკეტების დეფიციტის შესახებ ახსნა-განმარტებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)