|
2019-04-08 14:46:29, 1639 ნახვა
პოლიტიკა
ჭიაბერაშვილი „ოცნებას“: როცა მოგიწევთ საბანკო რეგულაციების გადახედვა, მზად ხართ გვენეტაძის პასუხისმგებლობა დააყენოთ?!
როცა მოგიწევთ საბანკო რეგულაციების გადახედვა, მზად ხართ თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოთ? - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის პლენარული სხდომის რიგგარეშე სესეიაზე განაცხადა. როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს გადაფარებულები არიან. „პირველ რიგში, დეპუტატებს მივმართავ, რადგან ისინი არიან პასუხისმგებელი საბოლოო ჯამში ქართველ ხალხთან. როცა „ქართული ოცნების“ დეპუტატები წინასაარჩევნოდ დაიწყებთ სხვადასხვა რაიონში სიარულს იმისდა მიუხედავად, შეგეშლებათ თუ არა ქალაქების სახელები და იმისდა მიუხედავად, აგერევათ თუ არა კენჭისყრის დროს პულტები, ერთი რამე ნამდვილად არ აგერევათ, თქვენ დაინახავთ უზარმაზარ უკმაყოფილებას ზოგადად, „ქართული ოცნების“ მმართველობით, მაგრამ განსაკუთრებით, იმ საბანკო რეგულაციების გამო, რომლის ავტორიც ახლა ამ დარბაზში ზის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სახით. პასუხისმგებლები თქვენ ხართ. როცა გაუფასურებული ლარის გამო იყო პრეტენზიები, თქვენ უტევდით ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, მათ შორის, აქ მსხდომი დეპუტატებიც. ოღონდ, მაშინ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სხვა იყო, ბატონი ქადაგიძე. დღეს იმის გამო, რომ სხვა გვარია ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გადაფარებული ხართ და მზად ხართ, თქვენს თავზე მიიღოთ ის დარტყმა, რომლის ავტორიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტია. ჩემი პირველი კითხვა თქვენდამი არის, როცა აუცილებლად მოგიწევთ ამ საბანკო რეგულაციების გადახედვა, იმ უზარმაზარი ზიანის გათვალისწინებით, რასაც ჩვენი მოქალაქეობა იღებს, მზად ხართ თუ არა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოთ და მოითხოვოთ მისი გადაყენება, იმ უზარმაზარი ზიანის გამო, რომელიც ჩვენს ეკონომიკას კი არა, ათიასობით ჩვენს მოქალაქეს ადგება ამ საბანკო რეგულაციების გამო“, - მიმართა ჭიაბერაშვილმა უმრავლესობის დეპუტატებს.
მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა ოცნების ავტორიტარული სისტემის რეალური სახე -მედიის ადვოკატირების კოალიცია
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
"საგანძურის მარათონში" ახალი თვე დაიწყო - ახალი გამარჯვებულები, ₾250 000-იანი საპრიზო ფონდი
WaPo: ტრამპი პენტაგონის ხელმძღვანელისგან ირანთან ომისთვის რაკეტების დეფიციტის შესახებ ახსნა-განმარტებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)