|
2019-04-06 13:25:58, 10891 ნახვა
კულტურა
თიბისი არტ გალერეაში ავსტრიელი ფოტოხელოვანის, ჯორჯ კატსტალერის გამოფენა - „საქართველოზე ფიქრით“ გაიხსნა
თიბისი არტ გალერეაში ავსტრიელი ფოტოხელოვანის, ჯორჯ კატსტალერის გამოფენა - „საქართველოზე ფიქრით" გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი 18 ფოტონამუშევარი იმ დიდი ციკლის ნაწილია, რომელზეც ავსტრიელი ფოტოგრაფი სამი წელი მუშაობდა. პროექტი - „საქართველოზე ფიქრით" საქართველოს ისტორიის თავისებურ ხედვას წარმოადგენს. ავტორის თქმით ეს არის მცდელობა ახალი პერსპექტივების აღმოსაჩენად დამთვალიერებელი ოთხ ისტორიულ ეპოქაში ამოგზაუროს: 1800-იან წლებში რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსია; 1918-1921 წლებში დამოუკიდებლობის მოპოვება და დემოკრატიული რესპუბლიკა; საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნა და ბოლოს, 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენა. პროექტზე „საქართველოზე ფიქრით" („intending Georgia") მუშაობა ჯორჯ კატსტალერმა 2016 წელს დაიწყო. ამ პროექტში ახალგაზრდა ფოტოხელოვანი უარს ამბობს ადრეული ნამუშევრების სწორხაზოვნებაზე, ცდილობს ქვეყნის კულტურაზე უფრო გამთლიანებული ხედვა შემოგვთავაზოს - საქართველოს ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობაზე ახლებურად სასაუბროდ და წარსული ეპოქის ახლებურად დასანახად დიალოგისკენ მოგვიწოდოს. პროექტის კონცეფციას თვალსაჩინოდ ასახავს მთიანი ლანდშაფტის დიდი პროექცია, ერთგვარი მონუმენტური ინსტალაცია, რომელიც ჯორჯ კატსტალერის საქართველოსადმი პირადი დამოკიდებულების ერთგვარ ხატად მოიაზრება. ჯორჯ კატსტალერისათვის მთის პეიზაჟები განსაკუთრებული თემაა. თუმცა, თემატიკით არ იზღუდება და დიდი ინტერესით იკვლევს ადამიანის არსებობის მელანქოლიურ ბუნებას. ფოტოების დიდ ნაწილში იგი შეგნებულად გაურბის ადამიანის კვალის ჩვენებას. ხშირად მიმართავს საბჭოთა პერიოდის მიტოვებულ შენობებისა და ომამდელი გერმანიის არქიტექტურის თემებს. ჯორჯ კატსტალერი ზალცბურგში, ავსტრიაში დაიბადა. სწავლობდა ფოტოგრაფიის სასწავლებელსა და კინოაკადემია - სენ პოლტენის ინსტიტუტში. მუშაობს სხვადასხვა დაკვეთებზე არქიტექტურულ ბიუროებთან და Google SV Europe-თან. არტისტის ნამუშევრები ხშირად არის წარმოდგენილი საერთაშორისო გამოფენებსა და მუზეუმების ექსპოზიციებში ავსტრიაში, საფრანგეთში, გერმანიაში. თავის პროექტებზე უმუშავია ავსტრიაში, საფრანგეთში, საქართველოში, იტალიასა და შოტლანდიაში. ჯორჯ კატსტალერის გამოფენის კურატორია პოლინა შუბკინა. საინფორმაციო პარტნიორი - URBANAUTICA; მხარდამჭერები ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და ფოტოფესტივალი „ქოლგა, თბილისი, ფოტო". გამოფენა თიბისი არტ გალერეაში 7 მაისამდე გაგრძელდება.
(R)
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)