|
2019-04-05 13:32:55, 1514 ნახვა
პოლიტიკა
ჭიჭინაძე გვენეტაძეს: მოხვალთ კომიტეტის სხდომაზე?! თუ არადა მე მოვალ თქვენთან კაბინეტში
„მე მაინტერესებს მოხვალთ თუ არა კომიტეტის სხდომაზე? ეს არის ჩემი ერთადერთი კითხვა“, - ამ სიტყვებით პარლამენტის წევრმა დავით ჭიჭინაძემ, სებ-ის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს მიმართა. პარლამენტის პლენარული სხდომაზე გვენეტაძის მოსმენა მიმდინარეობს. „ვერ გავიგე ეს კაცი რატომ მოვიყვანეთ?! რაც დაგროვდა იმაზე გვინდა პასუხები. აქ თურმე მადლობები უნდა ვიხადოთ, რომ მოდიან პარლამენტში. რა მნიშვნელობა აქვს, რომ მოდიან ეს მინისტრები, რას ეუბნებიან ხალხს, ყოველ დღე, მათი განცხადებების შემდგომ ქვეყანაში მდგომარეობა უარესდება და მე ამ ადამიანთან (კობა გვენეტაძე) კონკრეტულად ძალიან ბევრი კითხვები მაქვს დაგროვებული. აქ არ იძლევა ფორმატი იმის საშუალებას, კითხვა დასვა, პასუხი მოისმინო. მარტივად არის, ჩაივლიან და ჩაარიხრიხებენ ყველაფერს. მე მაინტერესებს მოხვალთ თუ არა კომიტეტის სხდომაზე? ეს არის ჩემი ერთადერთი კითხვა, თუ არადა მოვალ თქვენთან კაბინეტში პირდაპირ გეუბნებით, იმ კითხვებით რაც არსებობს და იმ ხალხთან ერთად, ბატონო კობა, მაგის ფუფუნებას არ მოგცემთ, რომ კითხვებს, ყველაფერს, რაც დაგროვდა და იმ უსამართლობას, რომელიც საბანკო სფეროში არსებობს გვერდი აუაროთ. აქ არ არის პოლიტიკური აქცეტები მარტო. წელიწადნახევარია თუ რამდენი წელია ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ხართ და ისეთი უმსგავსობები ხდება თქვენს პერიოდში“, - მიმართა ჭიჭინაძემ გვენეტაძეს.
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)