|
2019-04-05 11:11:15, 1399 ნახვა
პოლიტიკა
ამერიკის კონგრესში წარდგენილ ნატო-ს 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ რეზოლუციაში საქართველოს მხარდაჭერაზეა საუბარი
აშშ-ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელმა და საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ, კონგრესმენ მაიკლ ტერნერთან ერთად აშშ-ს წარმომადგენლობით პალატაში ნატო-ს დაარსების 70 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუცია წარადგინა. საგარეო უწყების ცნობით, დოკუმენტში, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ეძღვნება, საუბარია საქართველოსა და ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერაზე. „ნატომ გასწია ძალისხმევა, რათა შეაჩეროს რუსეთის ფედერაციის აგრესია, მის მიერ საქართველოსა და უკრაინაში უკანონო შეჭრის და ოკუპაციის საპასუხოდ. ნატო განაგრძობს ნატო-ში ევროპის ქვეყნების გაწევრიანების ღია კარის პოლიტიკას, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ ევროპაში თავსიუფლების, დემოკრატიის, სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში. საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის მიერ საერთაშრისო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გაწეულ ძალისხმევას კონგრესენმა კონოლიმ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროსაც. მან მხარდაჭერა გამოხატა საქართველო-ს ნატოში ინტეგრაციის მიმართ და აღნიშნა, რომ ნატოსთვის მნიშვნელოვანია ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. მისი განცხადებით, ნატო მოიცავს ორ მთავარ მიმართულებას, რომლიდანაც ერთ-ერთი უკავშირდება კოლექტიურ თავდაცვას, ხოლო მეორე საერთო ღირებულებებს, დემოკრატიულ განვითარებას, გამოხატვის თავისუფლებას, სამართლის უზრუნველყოფას და საქართველო ასეთი ქვეყანაა.
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)