|
2019-04-04 18:36:31, 1217 ნახვა
საზოგადოება
ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ბავშვთა განვითარების ხელშემწყობი დღის ცენტრი გაიხსნა
2019 წლის 4 აპრილს, ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულების დედათა და ბავშვთა განყოფილებაში „ბავშვთა განვითარების ხელშემწყობი დღის ცენტრი“ გაიხსნა. „ბავშვთა განვითარების ხელშემწყობი დღის ცენტრი“ მსჯავრდებული ქალების 3 წლამდე შვილებისათვის არის განკუთვნილი. აღნიშნული ცენტრის კონცეფციის შემუშავება და ინფრასტრუქტურის მოწყობა „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ ორგანიზებით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, პროექტის „ქალი მსჯავრდებულებისთვის, რომელთაც განუცდიათ ძალადობა და დისკრიმინაცია, და მათი დაუცველი შვილებისთვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესება“ ფარგლებში. ცენტრში სათანადო კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე აღმზრდელი- ფსიქოლოგი 2 წლის განმავლობაში იმუშავებს პატიმარი ქალების ბავშვებთან მათი ადრეული განვითარების ხელშეწყობის მიზნით; ფსიქოლოგიური დახმარება გაეწევათ დედებსაც მშობლის უნარების გასაუმჯობესებლად. 2018 წელს საქართველოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან თანამშრომლობით დაიგეგმა და განხორციელდა სარემონტო სამუშაოები ქალთა დაწესებულებაში იმ მიზნით, რომ პენიტენციურ სისტემაში გაუმჯობესდეს ბავშვებზე ზრუნვა. მოხდეს მათი აღზრდა-განვითარების ხელშეწყობა; ასევე, პატიმარ დედებს მიეცეთ შესაძლებლობა, განავითარონ მშობლის უნარები და მეტი დრო ჰქონდეთ სარეაბილიტაციო პროგრამებსა და აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად. როგორც ცენტრის ადრეული განვითარების სპეციალისტმა, თამარ ცქიტიშვილმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში მაქსიმალურად ცდილობს, ხელი შემეწყოს დედასა და ბავშვს შორის ჯანსაღი ემოციური კავშირის დამყარებას. „სხვადასხვა აქტივობებში, რომელსაც ვახორციელებ ბავშვთან, მშობელი ჩემთან ერთად მონაწილეობს; ასევე ვაწვდი ინფორმაციას დედას - მის ფსიქოლოგიურ განათლებაზეც ვმუშაობ; გარემო და ის რესურსები, რითაც აღიჭურვა დღის ცენტრი, ძალიან მეხმარება, რომ დღის განრიგი იყოს ძალიან მრავალფეროვანი“, - აღნიშნა თამარ ცქიტიშვილმა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის დეპარტამენტის უფროსმა, ინგა სარჯველაძემ კი ხაზი გაუსვა იმ გარემობას, რომ ბავშვის განვითარების ეტაპების შესაბამისად და მისი ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, სამ წლამდე ბავშვი დედასთან ერთად ცხოვრობდეს დაწესებულებაში. „ეს ის ეტაპია, როდესაც ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვისთვის დედასთან ყოფნა; ბავშვი იმყოფება გარემოში, რომელიც მოწყობილია მისთვის, მისი საჭიროებებიდან გამომდინარე. მაგრამ დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია იმიტომ, რომ ბავშვების განვითარებისთვის საჭიროა, ამ ყველაფერზე სპეციალისტი ზრუნავდეს - ანუ განვითარების შესაბამისად აწვდიდეს ბავშვს პროგრამებს“, - განაცხადა ინგა სარჯველაძემ. ღონისძიებას სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის, საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა ცენტრის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ევროკავშირის, გაეროს ბავშვთა გონდის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
(NS)
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)