09:14 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-04 18:25:17, 1208 ნახვა

საზოგადოება
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო დაწესებულებებს ამინდისა და ჰიდროლოგიური პროგნოზი უფასოდ მიეწოდება

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო დაწესებულებებს გარემოს ეროვნული სააგენტო მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიური დაკვირვების მონაცემებს, ამინდისა და ჰიდროლოგიურ  პროგნოზებს უფასოდ მიაწვდის.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს  №502 დადგენილებაში „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“  ცვლილები განხორციელდება.
  
აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში სამეცნიერო კვლევების ეფექტიანობის გაზრდას და  დარგის  ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადებას, მოსახლეობის დროულ და სწორ  ინფორმირებას   მოსალოდნელი  ამინდისა და შესაძლო სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ.  

 

(NS)





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics