09:14 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-04 17:45:47, 1169 ნახვა

საზოგადოება
მერის მოადგილე: თბილისი საფესტივალო ქალაქი უნდა გახდეს

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიას  განცხადებით, თბილისი საფესტივალო ქალაქი უნდა გახდეს. მანვე ხაზი გაუსვა საფესტივალო სივრცეებთან დაკავშირებულ პრობლემებს და აღნიშნა, რომ იგეგმება ღია სცენების და სააფიშე სივრცეების მოწყობა. 

კიდევ ერთი სიახლე, რომელზეც თბილისის მერის მოადგილემ კულტურის მიმართულებით განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე ისაუბრა, წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე თბილისის მერიის სტენდით წარდგენაა. მისი თქმით, აქ გამოიფინება დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნები და ამ ფორმით, მერია ხელს შეუწყობს იმ ავტორებს, რომელთა პროექტებსაც აფინანსებს.

გარდა ამისა, იგეგმება თბილისის ისტორიული ცენტრის - მტკვრის ჭალის გადაქცევა თანამედროვე ხელოვნების ახალ პლატფორმად. 

როგორც სოფიო ხუნწარიამ განაცხადა, იგეგმება ინოვაციური პროექტის - PUBLIC ART-ის და არქიტექტურული ინსტალაციის - „სიზმარი“ განხორციელება.

“თბილისის მერიის ინიციატივით, წელიწადში ორჯერ გამოცხადდება კონკურსი „შემოქმედებითი თბილისი“, რომლის საკონკურსო მიმართულებებია: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ხელშეწყობა, ვიზუალური ხელოვნება - ფოტოგრაფია, თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა, ინსტალაციები, მხატვრობა და ქუჩის მხატვრობა,”-აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.

მისივე თქმით, მომავალ წელს თბილისს ექნება კულტურის დოკუმენტი თავისი სამოქმედო გეგმით. 
კულტურის პოლიტიკის პრეზენტაციას კულტურის სფეროს წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები, მერის მოადგილეები, საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics