|
2019-04-04 16:07:50, 1444 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თავდაცვის უწყება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მაქსიმუმს აკეთებს
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში, მოხსენებით წარსდგა დეპუტატების წინაშე, სადაც თავდაცის უწყების მიერ განხოციელებული საქმიანობის შესახებ ისაუბრა. სიტყვით გამოსვლისას, ლევან იზორიამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მინისტრმა განაცხადა, თავდაცვის უწყება, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ფარგლებში, მაქსიმუმს აკეთებს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების გზაზე: „ჩვენ ვართ ჩართული ყველა სტრატეგიულ დიალოგში. ღირსეულად ვასრულებთ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ფარგლებში, ასევე დღის წესრიგით განსაზღვრულ ვალდებულებებს. ჩვენ 2 კვირის წინ გვყავდა უმაღლესი დონის სტუმარი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისების მართვის საკითხებში პედრო სერანო, რომელმაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს კონტრიბუციას, მათ შორის, ევროკავშირის უსაფრთხოების არქიტექტურის განმტკიცების საქმეში. ეს პირველ რიგში არის ჩვენი, მათ შორის სამხედრო კონტრიბუცია, როგორც ცენტრალური აფრიკის ქვეყანაში, სადაც ჩვენ ვართ ერთი ოცეულით წარმოდგენილი, ასევე მალიში“, - აღნიშნა ლევან იზორიამ. სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა გლობალური უსაფრთხოების მიმართულებით დასახულ გეგმებზეც ისაუბრა. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, საქართველომ, როგორც ევროკავშირის პარტნიორმა ქვეყანამ, შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის განსაზღვრული სხვადასხვა სტრუქტურული თანამშრომლობის ინიციატივის ფარგლებში.
(NS)
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)