|
2019-04-04 14:52:57, 1262 ნახვა
პოლიტიკა
ივანე მაჭავარიანი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს, მატეო პატრონესა და ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა. ივანე მაჭავარიანმა კატარინა ჰანსენს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. მან იმედი გამოთქვა, რომ მისი ხელმძღვანელობით, ბანკის რეგიონული ოფისი კვლავ გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ქვეყნის როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორთან. როგორც ახალმა რეგიონულმა დირექტორმა აღნიშნა, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია და მას დიდი პოტენციალი გააჩნია შემდგომი განვითარებისთვის. მისი თქმით, ამისთვის აუცილებელი წინაპირობაა, გლობალურ ეკონომიკაში შემდგომი ინტეგრაცია, რისთვისაც EBRD-ი გააგრძელებს განვითარების პროცესის მხარდაჭერას ინვესტიციების შემდგომი ზრდითა და რეფორმების მხარდაჭერის გზით. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები. ამასთანავე, ბანკის წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა, რომ EBRD-ი მხარს დაუჭერს საქართველოს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: განათლება, ენერგეტიკა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ბანკის ახალი რეგიონული დირექტორი კავკასიაში უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად 1-ლი აპრილიდან შეუდგა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე ბრუნო ბალვანერა შეცვალა, რომელმაც ცენტრალურ აზიაში ბანკის მმართველი დირექტორის თანამდებობა დაიკავა.
(NS)
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)