|
2019-04-03 15:58:45, 1304 ნახვა
პოლიტიკა
იონათამიშვილი უწყებებს მოუწოდებს, ენმ-სა და „რ2“-ის მიერ წარდგენილი პოლ.რეკლამების ანგარიშებს შორის სხვაობა შეისწავლონ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს შეისწავლონ, რატომ არის ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ და „ნაციონალური მოძრაობის" მიერ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში და აუდიტის სამსახურში წარდგენილი წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამების ანგარიშებს შორის კრიტიკული სხვაობა. „კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ დღეს გავრცელებული ანალიზიდან შევიტყვეთ, რომ გრიგოლ ვაშაძის შტაბმა და რუსთავი 2-მა აუდიტის სამსახურსა და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ერთმანეთისგან აცდენილი ანგარიშები გააგზავნეს - „რუსთავი-2“ მარეგულირებელ კომისიას აჩვენებს, რომ გრიგოლ ვაშაძემ 244,193 ლარით მეტი გადაუხადა მას, ვიდრე ეს აჩვენა ვაშაძის შტაბმა აუდიტის სამსახურთან" - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ მარეგულირებელმა კომისიამ ათობით მაუწყებელი შეისწავლა და მხოლოდ ეს დარღვევა აღმოაჩინა. „მესმის, რომ „რუსთავი-2“ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული საკომუნიკაციო არხია, არც ის მიკვირს, რომ მეორე ტურში ვაშაძემ მარტო რუსთავი 2-თან ითანამშრომლა, მაგრამ როცა შენი კანდიდატის სასარგებლოდ მზად ხარ, შესაძლო კანონდარღვევაზე წახვიდე, ეს კრიტიკულად მიუღებელია. გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო საზოგადოება ინფორმაციაზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას და ამის ფონზე, როცა, ინფორმაცია იგება არა ფაქტებზე, არამედ სუბიექტურ ინერესებზე, ეს ნიშნავს,რომ პატივს არ სცემ არც ჟურნალისტის პროფესიას, არც საზოგადოებას და მხოლოდ ერთი პირის, ან პარტიის სამსახურში ყოფნა მიგაჩნია ცხოვრებისეულ ამოცანად“, - აცხადებს უმრავლესობის წევრი.
(NS)
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)