|
2019-04-02 13:35:37, 1863 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა ირაკლი კობახიძეს - თქვენ შექმენით უმრავლესობის დიქტატურა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, დიქტატურაში ადანაშაულებს. დეპუტატმა რეგისტრაციის გადადება გააპროტესტა. ბოკუჩავას თქმით, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით პარლამენტში ოპოზიცია იჩაგრება. „რეალურად თქვენ აბსოლუტურად ყველა წესს პარლამენტში არგებთ უმრავლესობას. შექმენით უმრავლესობის დიქტატურა, იმიტომ რომ ნებისმიერი მიზეზი, რომელსაც თქვენ ასახელებთ, არის ლეგიტიმური მიზეზი, მაგრამ არ გვიხსნით ასევე რა მიზეზი შეიძლება ყოფილიყო იმისთვის, რომ გადაიდო რეგისტრაცია. ასევე ეს არის იგივე კომიტეტებზეც. როდესაც კომიტეტის თავმჯდომარეს სურს, მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია ან გადადოს, ან დრო შეცვალოს, ან გააუქმოს ან თავიდან დანიშნოს კომიტეტის სხდომა, მაგრამ იგივეს უფლება არ გააჩნიათ სხვა წევრებს და განსაკუთრებით ოპოზიციის წევრებს. ამაზეა საუბარი ბატონო ირაკლი, რომ პარლამენტში თქვენი გადაწყვეტილებებით იჩაგრება ოპოზიცია, მათ შორის რეგლამენტის გამოყენებით. ამაზე გამოხატავდა ბატონი აკაკი [ბობოხიძე] თავის პროტესტს და იმის ნაცვლად, რომ თქვენ გქონდეთ ლეგიტიმური პასუხი, ჩემი აზრით, პარლამენტის თავმჯდომარისთვის ძალიან შეუფერებელი რიტორიკით მიმართავთ პარლამენტის წევრებს“, - მიმართა ბოკუჩავამ ირაკლი კობახიძეს. დეპუტატის ბრალდებებს ირაკლი კობახიძემ უპასუხა და განმარტა, რომ პელნარული სხდომა დაგვიანებით იმის გამო დაიწყო, რომ მანამდე ბიურო ჩაინიშნა. „ბატონმა აკაკიმ გადაწყვიტა პროვოკაციის მოწყობა და თქვენ ბატონ აკაკის, როგორც მეგობარმა პარტიამ გამოუცხადეთ სოლიდარობა“, - უპასუხა კობახიძემ ბოკუჩავას. ცნობისთვის, პლენარული სხდომის დაგვიანებით დაწყება "ევროპული საქართველოს" წევრმა აკაკი ბობოხიძემ გააპროტესტა. აღნიშნულს ბობიხიძესა და ირაკლი კობახიძეს შორის კამათი მოჰყვა.
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)