|
2019-04-01 13:06:01, 1424 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი: „ოცნება“ არ აძლევს ვენეციის კომისია დროს, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ მოსამართლეების შერჩევის პროცესში
ვენეციის კომისიის დასკვნის მოთხოვნა ხელისუფლების მხრიდან სრულიად ფორმალურ ხასიათს ატარებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სამადაშვილის განცხადებით, მან და მისმა თანაგუნდელებმა კომისიის წევრებს საკუთარი პოზიციები გააცნეს და გაუზიარეს მოსაზრება, რომ ხელისუფლების მიერ მოსამართლეთა შერჩევის პროექტი მმართველ გუნდზეა მორგებული. „ეს კანონპროექტი არის მორგებული პირდაპირ ხელისუფლების პოლიტიკურ დღის წესრიგს, რაც შეიძლება სწრაფად დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო მისთვის სასურველი მოსამართლეებით. ჩვენ ვენეციის კომისიას გავაცანით ჩვენი ხედვა, როგორც იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრობლემები არის კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ასევე საპარლამენტო პროცედურასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აქაც ბევრი პრობლემაა. მაგრამ მთავრობა, ანუ „ქართული ოცნება“ არ აძლევს ვენეციის კომისიას საერთოდ საკმარის დროს, რომ მათ რაიმე მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში, ეს არის რეალობა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)