|
2019-03-30 10:09:04, 1456 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ყველა ქართულ ოჯახში შევალთ, რომ ვისაუბროთ განათლების რეფორმაზე, რომ მოვისმინოთ მეტი კრიტიკა მოქალაქეებისგან
ჩვენ ყველა დასახლებულ პუნქტში ჩავალთ, ყველა ქართულ ოჯახში შევალთ, რომ ვისაუბროთ განათლების რეფორმაზე - ამ ეროვნულ იდეაზე, რომ მოვისმინოთ მეტი რეკომენდაციები, რჩევები, კრიტიკა ჩვენი მოქალაქეებისგან, რათა ეს რეფორმა გავხადოთ ისეთი, რომელიც ყველა გამოწვევის გამკლავებაში დაგვეხმარება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქლაივში" განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი არის პროფესიული განათლება და აქედან გამომდინარე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კერძო პროფესიულმა სასწავლებლებმაც ისეთივე დაფინანსება მიიღონ, როგორსაც სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლები იღებენ. „ნებისმიერ ახალგაზრდას, ნებისმიერ მსურველს ექნება ვაუჩერი, რომლითაც შეუძლია ისარგებლოს. კერძო სექტორთან თანამშრომლობის გარეშე პროფესიულ სწავლებას აზრი არ აქვს და ჩვენ გამოვასწორეთ ის ხარვეზი, რაც გვქონდა. ამასთან ერთად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვტილება, პროფესიულ სასწავლებლებში მომუშავე მასწავლებლებისა და პროფესორებისათვის ხელფასი 30 პროცენტით გაიზარდოს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)