|
2019-03-30 10:03:54, 1518 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობამ 2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგია დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია. ესარის თვისობრივად ახალი, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, ეროვნული დონის დოკუმენტი, რომელიცგანსხვავებით წინა სტრატეგიებისგან, საქართველოს მთავრობის მიერ იქნა დამტკიცებული. 2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგია არის უფრო კონკრეტული და შედეგზეორიენტირებული დოკუმენტი, რომელშიც აისახა საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულიმიზნები და ამოცანები და ასევე ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა მისაღწევად მომდევნო 4წლის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მთლიანად ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯებიუნდა გადადგას. სტრატეგიასთან ერთად შემუშავდა 2019 წლის სამოქმედო გეგმაც. დოკუმენტი შემუშავდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოსმიერ, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევადსამთავრობო უწყებების კომპეტენციებისა და სექტორული მიმართულებების განსაზღვრას, ასევე,პოლიტიკის განმახორციელებელ უწყებებს შორის კოორდინაციის გაზრდასა და ერთიანი სამთავრობომიდგომის განხორციელებას. სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში უზრუნველყოფილ იქნა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსცენტრალური აპარატის და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების, ისე სამთავრობოსტრუქტურების, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ფართო ჩართულობა.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)