|
2019-03-28 15:11:02, 1596 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: მტკიცება, რომ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება დუმს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა
„კიბერ-დანაშაული არის კომპლექსური ტიპის დანაშაული და ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა 21-ე საუკუნეში ყველაზე ძლიერი ქვეყნებისთვისაც კი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერი დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კიბერდანაშაულის პრევენცია მოხდეს. „ჩემთვის ძალიან მძიმეა იმის მოსმენა, რომ საქართველოში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პირადი ცხოვრების ფაქტის გავრცელება ინტერნეტ-სივრცეში. საზოგადოებიდან ამ ყველაფერს ძალიან მაღალი მოქალაქეობირივი შეგნების ნაბიჯებიდან გამოწვეული რეაქცია მოჰყვა. ზოგადად, კიბერ-დანაშაული არის კომპლექსური ტიპის დანაშაული და ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა 21-ე საუკუნეში ყველაზე ძლიერი ქვეყნებისთვისაც კი. ვერ დაგეთანხმებით, რომ გამოძიება დუმს. როგორ დუმს გამოძიება, როცა ის, მართლა ასეთ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს?! ის რესურსები, რაც აქვს საგამოძიებო ორგანოებს, გამოძიებაში მაქსიმალურად ჩართულია. რეაქციაც ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ძალიან მყისიერი იყო. საკითხი, რომელიც ეხება პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გავრცელებას, ძალიან მძიმე დანაშაულია. ამის გამართლება არანაირი არგუმენტით არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი, მთელი საზოგადოება, უნდა ვიყოთ დაინტერესებული და ვართ დაინტერესებული. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ მსგავსი ტიპის ჩადენის რომელიმე ეტაპზე იქნება იდენტიფიცირებული, უნდა იყოს დასჯილი კანონის სრული სიმკაცრით. დიახ, ჩვენ სწორედ ამას ვთხოვთ გამოძიებას, მაგრამ იმის მტკიცება, რომ თურმე გამოძიება დუმს და არაფერს აკეთებს ამისთვის, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“, - განაცხადა პრემიერმა.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)