|
2019-03-27 15:59:25, 1522 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი კავკასიის ალიანსების პროგრამის მრჩეველთა კომიტეტის მე-11 შეხვედრას დაესწრო
კავკასიის ალიანსების პროგრამის (ALCP) მრჩეველთა კომიტეტის მე-11 შეხვედრაზე მონაწილეებმა გადასარეკ ტრასებთან და პირუტყვის სეზონურ მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრა კავკასიის ალიანსების პროგრამის (ALCP) გუნდის ლიდერმა, ჰელენ ბრადბერმა გახსნა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს პერსონალური მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. მისასალმებელ სიტყვაში ლევან დავითაშვილმა ყურადღება სექტორის განვითარებაში დონორი ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და „Mercy Corps“ მიერ გაწეულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე - გივი მეტრეველი, მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი და სექტორით დაინტერესებული სხვა პირები ესწრებოდნენ.
(NS)
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)