|
2019-03-26 18:31:09, 1567 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია - მდინარაძემ ჩემზე მომზადებული სალანძღავი „მესიჯი“ შეცდომით მე გამომიგზავნა
პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში შემუშავებული მესიჯბოქსი შეცდომით თავად ბესელიას გაუგზავნა. როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ბესელიამ განუცხადა, გზავნილში პუნქტებად იყო გაწერილი შეფასებები ეკა ბესელიას დღევანდელ განცხადებაზე. ასევე, დეპუტატი კონკრეტული გზავნილის გასაჯაროებისგან თავს იკავებს, რასაც პერსონალურ მონაცემთა დაცვით ხსნის. „გავხსენი. მე მიგზავნით-თქო ჩემზე, რომ გავახმოვანო-თქო? ასე იწყებოდა: ეკა ბესელია ხომ იცით, ვინ არის, მერე, ის, რაც თქვა კობახიძემ. პირველი - ხელი უნდა გავუწოდოთ, მეორე - ოხანაშვილმა რაც თქვა, პოლიტსაბჭოდან გამოიყვანეს, მესამე - რაც ვოლსკიმ თქვა. აბზაცებად იყო. ჩემს WhatsApp-ში გამოაგზავნა. რომ წავიკითხე, მივხვდი, რომ ჩემთან შეცდომით გამოაგზავნა. ჩემთან დაკავშირებით შემუშავდა მესიჯი, დამწკრივდნენ ეს უმწიფარი ბიჭები და დილიდან აკეთებენ ამ სამარცხვინო კომენტარებს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)