|
2019-03-26 15:52:18, 1576 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი: პარლამენტი არ იწვის, ბესელია მძიმე ემოციურ ფონშია და ადამიანური დახმარება სჭირდება
პარლამენტი არ იწვის, ეკა ბესელია არის ძალიან მძიმე ემოციურ ფონში და მას ფაქტია, ადამიანური დახმარება სჭირდება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბესელიას მძიმე ემოციური მდგომარეობა ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა, როდესაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი აღარ იყო. „მესმის ერთი ადამიანურად შეიძლება რთულად გააზრებადი იყოს მისთვის, ახლა რა მდგომარეობაშიც არის, თუმცა თვალი უნდა გაუსწოროს ამ რეალობას, ეს არის და ეს. ჩვენ კოლეგებს გვახსოვს მისი მძიმე ემოციური ფონი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იგი პოლიტსაბჭოდან გამოუშვეს და პოლიტ საბჭოს წევრი აღარ იყო, გახსოვთ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებიდან პოლიტიკაში, ეკა ბესელია, რომელიც იყო პოლიტსაბჭოში, აღარ აღმოჩნდა მისი ადგილი პოლიტ საბჭოში. ასე, რომ გადაავლეთ თვალი ისტორიას, დღეს რომ ამბობს ზოგიერთი ჩვენი წევრი, რომ თურმე რაღაცა მოსამართლეების თემა ყოფილა წასვლის მიზეზი და ა.შ. გადაავლეთ თვალი იმ პროცესებს, რა პროცესებიც მიმდინარეობდა, რატომ არ იყო პოლიტსაბჭოს წევრი და ა.შ. და შემდგომ მიხვალთ ლოგიკურ დასკვნამდე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)