03:06 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-26 14:19:59, 1142 ნახვა

საზოგადოება
სოფო კილაძე: 18:00 საათიდან ბავშვები მშობლის თანხლების გარეშე ღამის კლუბში არ დაიშვებიან

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, ბავშვები მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხლების გარეშე ღამის კლუბში 18 საათის შემდეგ არ დაიშვებიან. 

კომიტეტის სხდომაზე სადაც ბავშვთა კოდექსს განიხილავენ, კილაძემ განმარტა, რომ მანამდე კოდექსში იყო უზუსტობა, კერძოდ კი არ იყო მითითებული დრო, თუ რომელი საათიდან არ იქნებიან ბავშვები ღამის კლუბებში დაშვებული. 

"64-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩვენ გვქონდა, რომ 24 საათამდე ბავშვები არ დაიშვებიან ღამის კლუბში, მაგრამ რომელი საათიდანო სწორი შენიშვნა იყო და ჩვენ ჩავწერეთ, რომ 18 საათიდან", - აღნიშნა კილაძემ.

ბავშვთა კოდექსის პროექტის მიხედვით, მასობრივ გასართობ საცეკვავო ცენტრებში [ღამის კლუბებში] ბავშვის მონაწილეობა 24 საათამდე მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხლებითაა დასაშვები. 

რას მოიცავს ბავშვთა კოდექსის 64-ე მუხლი - "ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როდესაც საცეკვავო ღონისძიება ატარებს კულტურული შინაარსის ღონისძიების სახეს და შეთანხმებულია საგანმანათლებლო დაწესებულებასთან. 3. ამ მუხლით დადგენილი ვალდებულებების დაცვაზე კონტროლს ახორციელებენ ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურები. 4. ამ მუხლის მოთხოვნების დაუცველობა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას". 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics