|
2019-03-26 13:46:10, 1552 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია - ვიდრე კობახიძე გადაწვავს ამ პარლამენტს, იქნებ მისმა პატრონმა, ბიძინა ივანიშვილმა უშველოს
„ირაკლი კობახიძემ, სწორედ იმიტომ, რომ თანამდებობა როგორმე შეენარჩუნებინა, არა მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუწოდა ხელი, „ევროპულ საქართველოსაც“ ფეხქვეშ გაეგო“, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას. როგორც ბესელიამ აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარის წასვლის მხოლოდ ფორმალური მხარეა დარჩენილი. „ირაკლი კობახიძემ, სწორედ იმიტომ, რომ თანამდებობა როგორმე შეენარჩუნებინა, რომელიც ფაქტიურად დაკარგული აქვს, არა მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუწოდა ხელი ბოლომდე და მათ შორის „ევროპულ საქართველოსაც“ ბოლომდე ფეხქვეშ გაეგო, ადეიშვილისა და სააკაშვილის ჯალათებსაც გაუწოდა ხელი. იმ მოძალადეებისთვის გაწვდილ ხელს მე არასოდეს მივიღებ. კობახიძე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მე უკვე დიდი ხანია დავასრულე. ეს მოხდა სწორედ იმ სხდომაზე, სადაც ხელჩაკიდებული მოიყვანა პარტიის თავმჯდომარემ ჩემთან და მე მისი ბოდიში არ მივიღე, ვიდრე საჯაროდ არ გახდა საჭირო მისგან ბოდიშის მოხდა. ისიც იმიტომ, რომ მაშინ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა. ასეთი პარლამენტის თავმჯდომარე ჰყავს დღეს ქვეყანას. ახლა, მისი წასვლის ფორმალური გაფორმებაა დარჩენილი და ვიდრე გადაწვავს ამ პარლამენტს, იქნებ, უშველოს მისმა პატრონმა, ბიძინა ივანიშვილმა ისევ ჩაკიდოს ხელი, ოღონდ სხვასთან მიიყვანოს და არა ჩემთან და ასე ხელჩაკიდებულებმა იარონ. ოღონდ მე „ნაციონალურ მოძროაბასთან“ და მასთან ხელჩაკიდებულ კობახიძესაც და მის გუნდსაც ძალიან მალე დავასრულებ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ. შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეკა ბესელია რთულ მდგომარეობაში და მას თანადგომა სჭირდება.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)