|
2019-03-26 13:12:59, 1448 ნახვა
პოლიტიკა
მერაბ ქვარაია: თვითმმართველობა ხელისუფლების ის რგოლია, რომელიც ყველაზე ახლოსაა მოქალაქეებთან
„თვითმმართველობა ხელისუფლების ის რგოლია, რომელიც ყველაზე ახლოსაა მოქალაქეებთან და ყველაზე უკეთ გრძნობს ხალხის საჭიროებებს“, - ამის შესახებ რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაიამ განაცხადა. დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის (2019-2025) განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მუშაობის დაწყებას. „დღეს ვდგავართ მნიშვნელოვანი ფაქტის წინაშე , რომ ახლა უკვე საქართველოს პარლამენტში შევაჯეროთ ჩვენი მიდგომები და საბოლოოდ ჩამოვაყალიბოთ ერთიანი პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც ჩვენს თვითმმართველობებს მეტ უფლებებს, ფინანსურ თუ მატერიალურ რესურსებს და საერთო ჯამში კი მეტ შესაძლებლობებს მოუტანს. უფლებრივად მაღალი დონის თვითმმართველობა განვითარებული, ძლიერი ქვეყნის რეალური ფუნდამენტია და მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის საპარლამენტო განხილვის დასაწყისით ახალ, მნიშვნელოვან და ძალზედ საპასუხისმგებლო ეტაპს ვიწყებთ“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ. საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით შეიქმნა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის (2019-2025) განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი.
(NS)
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)