|
2019-03-25 15:21:16, 1350 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: ლადო კახაძე პირველივე ტურში დაამარცხებს ნებისმიერ სხვა კანდიდატს
„ლადო კახაძე პირველივე ტურში დაამარცხებს ნებისმიერ სხვა კანდიდატს“, - ეს განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ TV1-ის ეთერში გააკეთა. მისი თქმით საუბარი იყო რამდენიმე კანდიდატზე და საბოლოო ჯამში პარტია ლადო კახაძეზე შეჯერდა. „ჩვენ ვფიქრობდით ,რამდენიმე კანდიდატზე იყო საუბარი და საბოლოო ჯამში ბატონ ლადოზე შევჯერდით . თუკი ვინმეს ერთხელ მაინც მოუსმენია ამ ადამიანისთვის, მემგონი კითხვის ნიშნები არ არის“, - აღნიშა მან. მამუკა მდინარაძემ საუბრისას ყურადღება კანდიდატის პროფესიონალიზმზე და კაცთმოყვარეობაზე გაამახვილა. „ეს არის კაცი, რომელიც კაცთმოყვარეობით, განსაკუთრებული კოლორიტით გამოირჩევა. რაც შეიძლება მეტად ღირსეული ადამიანი გვინდოდა,რომ ყოფილიყო კანდიდატი და ასეთი ლადო კახაძე ნამდვილად არის ,ამაში ვერავინ შეგვეწინააღმდეგება და შეგვეკამათება. ეს არის კაცი ,რომელიც ბევრ რამეს გასწავლის პროფესიონალიზმით, მჭერმეტყველებით, გამჭრიახი გონებით, სწორი ცხოვრების სტილით,რაც მან გამოიარა, და რაც მთავარია, განწყობით. ყველაფერი ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების დროს. ვფიქრობ,რომ პირველივე ტურში დაამარცხებს ნებისმიერ სხვა კანდიდატს .მით უმეტეს,ის არის ქართული ოცნების მხრიდან წარდგენილი კანდიდატი , ეს ორი ფაქტორი იმდენად შეავსებს ერთმანეთს , რომ აქ კითხვის ნიშნები მემგონი არ იქნება”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
(NS)
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)