|
2019-03-25 13:01:25, 1428 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის სხდომებზე დეპუტატების დასწრების მაჩვენებელი 35%-ით გაიზარდა
ახალი რეგლამენტის ამუშავებიდან 100 დღის შემდეგ პარლამენტის სხდომებზე დეპუტატების დასწრების მაჩვენებელი 35%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ჩუგოშვილის თქმით, ახალი რეგლამენტის გათვალისწინებით პარლამენტში ასევე ხშირად მინისტრების მოსმენა მიმდინარეობს. "მხოლოდ 100 დღეში 10 მინისტრი იყო სხვადასხვა ფორმატში წარმოდგენილი, არც ერთი უარი დაბარების შემთხვევაში არ გვქონია, რაც ნიშნავს იმას, რომ პარლამენტი არის სხვანაირი", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. ახალი რეგლამენტი საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმაც შეაფასა. „ამ 100 დღეში ნათლად გამოჩნდა, რომ ახალი ტიპის პარლამენტი გვაქვს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების გაძლიერებას. ვხედავთ, რომ შედეგი შთამბეჭდავია და მის განვითარებაზე დაკვირვებასა და მხარდაჭერას გავაგრძელებთ“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა. პრეზენტაციას დღეს პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე ევროკავშირისა და გაეროს ელჩები დაესწრებიან. ცნობისთვის, დღეს ახალი რეგლამენტით მუშაობის 100 დღის შემაჯამებელი შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. ახალი რეგლამენტი, ახალ კონსტიტუციასთან ერთად, ძალაში გასული წლის დეკემბერში შევიდა.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)