|
2019-03-25 12:34:55, 1434 ნახვა
პოლიტიკა
ლადო კახიძე - „ოცნებაში“ მეგობრები მყავს - პირადად ივანიშვილს ასეთი სითბოთი არ ვიცნობდი, როგორიც დღეს გამოვლინდა
„მე ექიმი ვარ და ზოგჯერ კიბოსთან მაქვს ურთიერთობა, ზოგჯერ ტუბერკულოზთან, მაგრამ ყველაზე კარგი ურთიერთობა მაქვს ორსულებთან და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ეს საპაექრო ველი იქნება მომავალ შვილის დაბადებაზე ორიერტირებული“, - ამის შესახებ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა კანდიდატმა, ლადო კახაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ლადო კახაძემ ბიძინა ივანიშვილის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის და ივანიშვილი იმ თაობის წარმომადგენლები არიან, რომლებსაც მშობლების მიმართ პატივისცემა არ დაუკარგავთ. „ამ დიდებულ ძალაში(„ქართული ოცნება“), ამ გამართულ ძალაში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ძალიან ბევრი ახლობელი მყავს. მართალი გითხრათ, პირადად ბატონ ბიძინას ასეთი სითბოთი არ ვიცნობდი, როგორიც დღეს გამოვლინდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენ იმ თაობის წარმომადგენლები ვართ, რომელსაც ჯერ კიდევ მშობლების მიმართ პატივისცემა და წინაპრების მიმართ დიდი კდემა არ დაგვიკარგავს“, - აღნიშნა ლადო კახაძემ.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)