|
2019-03-25 11:43:41, 1616 ნახვა
პოლიტიკა
„ოცნებამ“ მთაწმინდის მაჟორიტარ კანდიდატად ექიმი ლადო კახაძე წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად ექიმი ლადო კახაძე წარადგინა - ამის შესახებ პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ლადო კახაძე „ქართულ ოცნებას“ მნიშვნელოვნად გააძლიერებს. „თბილისში, მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად გვსურს წარმოგიდგიოთ საკუთარი საქმის პროფესიონალი, ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქვეყნის, ადამიანის მოყვარული, ყველასთვის კარგად ცნობილი პიროვნება ლადო კახაძე. ბატონი ლადოსთვის თბილისზე ზრუნვა უცხო არ არის და ის ჩვენს გუნდს ძალიან პოზიტიურ ენერგიას შემატებს და გააძლიერებს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება. სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას პარლამენტში წარმომადგენელი აღარ ჰყავს.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)