|
2019-03-25 11:33:30, 1452 ნახვა
პოლიტიკა
ნატო რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები გაიყვანოს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთს მოუწოდებს, ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჯარები გაიყვანოს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მშვდიობიან მოლაპარაკებებს კონფლიქტის გადაწყვეტის მიზნით. „უპირველესყოვლისა, ნატო მოუწოდებს რუსეთს, გამოითხოვოს მის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადება და გაიყვანოს ჯარები ამ ტერიტორიებიდან. ეს ორივე რეგიონი არის საქართველოს ნაწილი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ არასოდეს სხვანაირად არ გვიღიარებია ეს ორი რეგიონი. მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით. ჩვენ პოლიტიკურ დიალოგს ვაწარმოებთ რუსეთთან. ეს იოლი არ არის. დიალოგი ჟენევაში მიმდინაროებს. პრემიერ-მინისტრს ვესაუბრეთ ამ მიმართულებით მიღწეულ წინსვლაზე. ნატო მხარს უჭერს მშვიდობიან მოლაპარაკებებს და კონფლიქტის გადაწყვეტას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომელიც არის საქართველოს რეგიონები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)