|
2019-03-25 10:46:47, 1418 ნახვა
პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი: იმედი მაქვს, რომ მალე მოგესალმებით ნატო-ში
„იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატო-ში“, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს, რომ ჯარები აფხაზეთისა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებიდან გაიწვიოს. „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიაობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, რომ გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, დამოუკიდებელ სახელმიწფოებად აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები ამ ტერიტორიებიდან. ჩვენ მივესალმებით შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებულ როლს ამიტომაც ვაძლიერებთ ურთიერთობებს საქართველოსა და ნატო-ს შორის. ეს თანამშრომლობა ყველა მიმართულებით გაძლიერდება - სამხედრო ძალები საზღვრებზე, საზღვაო აკვატორიაში. ჩვენ ვნახავთ დღეიდან რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით ამ მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში. ჩემი ამ პოზიციაზე ყოფნის პერიოდში აქტიურდება საზღვაო აკვატორიაში მოქმედი სამხედრო დანაყოფები. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის. ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ საქართველო უცილობლად გახდეს ნატო-ს წევრი. საქართველო არის ყველაზე მსხვილი მონაწილე ჩვენს ინიციატივებში, სამხედროების რაოდენობრივი და რიცხობრივი თვალსაზრისით და - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
კობახიძე ხალხს ემუქრება– საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვინც უპირისპირდება, მათ მიაკითხავს სამართალი
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)