|
2019-03-25 10:11:43, 1319 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია
„იენს სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი დასტურია იმისა, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას და ამ პროცესში ჩვენს ქვეყანას გვერდში უდგას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო-ნატო-ს ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა. „ბატონი გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას და გვერდში უდგას ჩვენს ქვეყანას ამ პროცესში. ჩვენ დიდად ვაფასებთ, რომ გენერალური მდივნის ვიზიტის ფარგლებში, ის ასევე დაესწრება ნატო-საქართველოს სწავლებას, რომლის მიზანია ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება და ნატო-სთან თავსებადობის ამაღლება. მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ქვეყანას, რომელიც მონაწილეობს ამ სწავლებაში და ვუსურვო წარმატებული, ნაყოფიერი სწავლება. ნატო-ში გაწევრიანება არის საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, რომ გახდეს ნატო-ს სრულფასოვანი წევრი და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი არჩევანი არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური, ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ახალ კონსტიტუციაშიც გავაკეთეთ ჩანაწერი ამ პრიორიტეტის შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის მტკიცე და შეუქცევადი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კობახიძე ხალხს ემუქრება– საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვინც უპირისპირდება, მათ მიაკითხავს სამართალი
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)