|
2019-03-24 22:34:07, 1319 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი - იენს სტოლტენბერგის ვიზიტი კიდევ ერთი ხელისჭემწყობი მძლავრი იმპულსია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხით
"ასეთი დატვირთვით ნატოს დღის წესრიგში საქართველოს ყოფნა მიანიშნებს, რამდენად პრიორიტეტულია საქართველო ნატო-სთვის"- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და ნატო-ს ეგიდით საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. „დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ვიზიტს იქიდან გამომდინარე, რომ იგი ტარდება ნატო-ს საიუბილეო მინისტერიალის წინ და ეს ერთი კვირა არის უაღრესად ინტენსიური ნატო-სთან ურთიერთობის კონტექსტში. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე კვირას დაგეგმილია ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი. საქართველოს ეწვევა ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო გენერალიტეტი და მომდევნო კვირას მე მექნება ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში შეხვედრა, რომელიც მიეძღვნება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს. ერთი კვირის განმავლობაში ასეთი ინტენსივობით და ასეთი დატვირთვით საქართველოს ნატო-ს დღის წესრიგში ყოფნა მიანიშნებს, თუ რაოდენ პრიორიტეტულია საქართველო ნატო-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში", - განაცხადა დავით ზალკალიანმა. ზალკალიანის თქმით, საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს ნატო-ში ინტეგრირებისთვის და ამ ინტრუმენტების შესრულების თვალსაზრისით
კობახიძე რუსოფობიაზე: ტურიზმთან დაკავშირებით ჰქონდათ ჰომოფობიური კამპანიის ტალღები
კობახიძე ხალხს ემუქრება– საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვინც უპირისპირდება, მათ მიაკითხავს სამართალი
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)