|
2019-03-24 18:36:06, 1337 ნახვა
პოლიტიკა
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში ჩამოვიდა
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში ჩამოვიდა. მასთან ერთად საქართველოში ჯეიმს აპატურაიც ჩამოვიდა. მას აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა. ნატო-ს გენერალური მდივანი ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებსაც დაესწრება, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობენ. იენს სტოლტენბერგს თბილისის აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა. დავით ზალკალიანმა ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ვიზიტი ტარდება ნატო-ს საიუბილეო მინისტერიალის წინ და მთლიანად, ერთი კვირა არის უაღრესად ინტენსიური, ნატო-სთან ურთიერთობის კონტექსტში. ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი, რომელიც ასევე ემთხვევა ნატო-ს სწავლებას და ეს სწავლება პირველია, რომელიც წვრთნისა და შეფასებების მისიის ეგიდით. ამავე კვირაში, ჩვენ გვაქვს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა საქართველოში. საქართველოს ეწვევა ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო გენერალიტეტის წარმომადგენლობა, საკმაოდ მაღალი და ამავე კვირაში, მე მექნება ბრიუსელში ნატო -საქართველოს საბჭოს ფარგლებში, ცალკე შეხვედრა, რომელიც მიეძღვნება შავი ვის უსაფრთხოების საკითხებს. ერთ კვირის განმავლობაში, ასეთი ინტენსივობით და ასეთი დატვირთვით ნატო-სთან ურთიერთობის კონტექსტში საქართველოს დღის წესრიგში ყოფნა, მიანიშნებს იმაზე, თუ რაოდენ პრიორიტეტულია საქართველო ნატოს პოლიტიკურ დღის წესრიგში,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
კობახიძე ხალხს ემუქრება– საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვინც უპირისპირდება, მათ მიაკითხავს სამართალი
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)