|
2019-03-24 16:15:25, 1304 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ვინც 9-წლიან სისხლიან რეჟიმზე საუბრობს, ის იმეორებს პუტინის სიტყვებს
მიხელ სააკაშვილის თქმით, ყველა, ვინც 9-წლიან სისხლიან რეჟიმზე საუბრობს, ის იმეორებს პუტინის სიტყვებს., -ამის შესახებ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა. „ეს 9 წელი იყო არა სისხლიანი 9 წელი, ეს არის რუსული კლიშე და ვინც ამას იმეორებს, ის არის პუტინის გოშია და მონა. პუტინმა ვერ გვაპატია სწორედ ის, რომ ეს იყო ყველაზე წარმატებული 9 წელი საქართველოს მთელს მრავალ საუკუნეების ისტორიაში, თავისი დიდი მიღწევებით და თავისი შეცდომებით, თასი გადამეტებებით. აბა როგორ გინდათ როცა რამე განსაკუთრებულს ქმნით?!,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მიხეილ სააკაშვილმა ყრილობის მონაწილეებს გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. "მე არ მიშვებენ ჩვენს ქვეყანაში ჩვენი სხვა ლიდერები ციხეშია, დანარჩენები რეპრესიების ქვეშ. ამ პირობებში ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მოქნილები, დიდი მადლობა იმისთვის, რომ საპატიო თავმჯდომარედ ხელახლა მირჩევთ მაგრამ პარტიას სჭირდება თავმჯდომარე და პარტიას სჭირდება გრიგოლ ვაშაძე, რომელიც წესიერების პატრიოტიზმის გამაერთიანებლების სიმბოლო. სამარცხვინოა ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის რომ მიხდება თქვენთვის მომართვა აშშ-დან მაგრამ აქაც არ ვზივართ უქმად და ხელებ ჩამოშვებული. აქაც მუდმივად ვიბრძვი და იმ მომენტში როცა გაჩნდება შესაძლებლობა შემოგიერთდეთ ბრძოლის ველზე საქართველოში, ჩემი გული ძგერს თქვენთან ერთად საქართველოსთვის. შევხვდებით სულ მალე თბილისში,“-განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.
კობახიძე რუსოფობიაზე: ტურიზმთან დაკავშირებით ჰქონდათ ჰომოფობიური კამპანიის ტალღები
კობახიძე ხალხს ემუქრება– საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვინც უპირისპირდება, მათ მიაკითხავს სამართალი
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)