|
2019-03-23 13:23:25, 1322 ნახვა
პოლიტიკა
კონსტანტინიდი: 2019 წელი მაღალი დონის ვიზიტებით დატვირთული იქნება
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და მისი სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოში 24 მარტს ჩამოვლლენ. ვიზიტის დეტალებზე საგარეო უწყების წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. კონსტანტინიდის განცხადებით ის, რომ საქართველოში ასეთი ინტენსივობით იმართება ნატო-ს მაღალი რანგის ვიზიტები, ცხადყობს იმას, რომ ქვეყანა ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს. „25 მარტს საქართველოს ეწვევა ნატო-ს გენერა ზლური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელიც ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან. ასევე, ის ეწვევა ნატო-ს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრება მის მიერ ორგანიზებულ ნატო-საქართველოს სწავლებას. რიგით მეორე ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება წელს პირველად ტარდება წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ხელმძღვანელობით, რაც ნატო-ს მხრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალებისადმი ნდობის მაღალი გამოვლინებაა. აღნიშნული სწავლება ემსახურება ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებასა და ნატო-სთან თავსებადობის ამაღლების ხელშეწყობას. ნატო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი ნატო-საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. ნატო-ს მაღალი დონის ვიზიტები და მათი ინტენსივობა ცხადყოფს, რომ საქართველოს ალიანსის დღის წესრიგში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. აღსანიშნავია, რომ ეს არის იენს სტოლტენბერგის მესამე ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა კონსტანტინიდმა. მან ასევე აღნიშნა, რომ 2019 წელი მაღალი დონის ვიზიტებით განსაკუთრებით დატვირთული იქნება. „2019 წელი ამ მხრივ, მაღალი დონის ვიზიტებით განსაკუთრებით დატვირთული იქნება. წლის დასაწყისში საქართველოში იმყოფებოდა ნატო-ს საზღვაო ძალების სარდალი, 18 მარტიდან მიმდინარეობს ნატო-საქართველოს მეორე სწავლება, რომლის მიზანია ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება და ნატო-სთან თავსებადობის ამაღლების ხელშეწყობა. ხოლო მარტის ბოლოს საქართველოს უკვე მესამედ ეწვევა ნატოს სამხედრო კომიტეტი. ბოლო წლების განმავლობაში ნატო-საქართველოს თანამშრომლობა განსაკუთრებულად დინამიური და შინაარსობრივად დატვირთულია. კიდევ ერთხელ აღსანიშნავია, რომ საქართველოს ალიანსთან აკავშირებს არა მხოლოდ საერთო ინტერესები, არამედ საერთო ფასეულობები და უსაფრთხოების გამოწვევები. საქართველო განაგრძნობს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე წინსვლას, რათა განხორციელდეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა“, - აღნიშნა კონსტანტინიდმა.
კობახიძე რუსოფობიაზე: ტურიზმთან დაკავშირებით ჰქონდათ ჰომოფობიური კამპანიის ტალღები
კობახიძე ხალხს ემუქრება– საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვინც უპირისპირდება, მათ მიაკითხავს სამართალი
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)