|
2019-03-22 18:43:54, 1337 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია: შავგულიძე სამართლიანად აკტიტიკებდა წინა მთავრობას - „ოცნება“ პრინციპებს ღალატობს
დეპუტატ ელენე ხოშტარიას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ეშინია „თავისუფალი დემოკრატების“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანების. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდი პრინციპებს ყოველთვის ღალატობს. „პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, ჩვენი და „თავისუფალი დემოკრატების“ საერთო ბლოკის შესახებ, ის აგრესია, რომელიც ამ განცხადებაში იყო მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად არ ესიამოვნათ, რამდენად ეტკინათ, რამდენად ეშინია „ქართულ ოცნებას“ სწორედ ასეთი ტიპის გაერთიანებების, იმიტომ რომ მათი სტრატეგია არის დაქსასვა, შურისძიება, დახლეჩვა და მათ რა თქმა უნდა, ეშინიათ ყველანაირი გაერთიანებების. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ სწორედ ფასეულობებისა და პრინციპების შორის გაერთიანება არის ჩვენი და თავისუფალი დემოკრატების. ჩვენ რა გაკვეთილებიც გამოვიტანეთ წარსულიდან არის სწორედ ის გაკვეთილი, რომ შალვა შავგულიძე დიახაც სამართლიანად იდგა პრინციპების სადარაჯოზე, სამართლიანად აკრტიკებდა მაშინდელ ხელისუფლებას. სწორედ „ქართული ოცნება“ ამ პრინციპებს ყოველთვის ღალატობდა და არ იზიარებდა, იმიტომ რომ მათთვის მურუსიძე, რომელიც მონაწილე იყო ამ დანაშაულის, დღეს არის საჭირო, გამოსადექი ადამიანი და მათ არ იციან, რა არის ფასეულობები და პრინციპები, როდესაც მთელ სასამართლო სისტემას აფუძნებენ ასეთი ტიპის მოსამართლეებზე. ამიტომ პრინციპებზე და ფასეულობებზე „ქართული ოცნების“ მხრიდან დღეს არის წარმოუდგენელი უტიფრობა, როდესაც მათ დღეს უღალატეს ყველანაირ სამართლიანობის, კანონის უზენაესობის პრინციპს მურუსიძე-ჩინჩალაძის უვადოდ დანიშვნის მცდელობით“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
კობახიძე რუსოფობიაზე: ტურიზმთან დაკავშირებით ჰქონდათ ჰომოფობიური კამპანიის ტალღები
კობახიძე ხალხს ემუქრება– საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვინც უპირისპირდება, მათ მიაკითხავს სამართალი
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)