|
2019-03-22 14:45:06, 1143 ნახვა
პოლიტიკა
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმეს
ჟენევაში, გაიმართა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) გენერალური დებატები დღის წესრიგის მე-10 საკითხზე - ტექნიკური დახმარება და შესაძლებლობების განვითარება. თავიანთ განცხადებებში დიდი ბრიტანეთის, ლიეტუვის და ესტონეთის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტი წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგს და მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო რეაგირებას. დელეგაციებმა გამოხატეს შეშფოთება, რომ უამღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლებს არ მიეცათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა. ლიეტუვის დელეგაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია ახორციელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე ფაქტო სამხედრო კონტროლს. აქვე, ლიეტუვის მხარემ ხაზი გაუსვა უკანონო ოკუპაციის შედეგად არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის, ასევე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტებს. თავიანთ გამოსვლებში დელეგაციებმა ხაზგასმით აღნიშნეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მონიტორინგის მნიშვნელობა და მოუწოდეს ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, დაუშვას აღნიშნული მონიტორინგის მექანიზმების შეღწევა საქართველოს რეგიონებში. ამასთან, 2019 წლის 22 მარტს, ადამიანის უფლებათა საბჭოს 40-ე სესიის დასკვნით დღეს, დაგეგმილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვა.
კობახიძე რუსოფობიაზე: ტურიზმთან დაკავშირებით ჰქონდათ ჰომოფობიური კამპანიის ტალღები
კობახიძე ხალხს ემუქრება– საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვინც უპირისპირდება, მათ მიაკითხავს სამართალი
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)