|
2019-03-21 15:46:37, 1031 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუერთდა კამპანიას - „მე ვირჩევ თანასწორობას“
ევროპის საბჭოს ოფისმა, რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში კამპანიის - „მე ვირჩევ თანასწორობას“ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი დაესწრო. "დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, 2018 წლის დასაწყისში შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციად განისაზღვრა დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე მონიტორინგის განხორციელება. დეპარტამენტის ერთწლიანი მუშაობის შედეგად ხელშესახები პროგრესი გვაქვს. კერძოდ, გაიზარდა გამომძიებელთა მიერ დისკრიმინაციული მოტივის იდენტიფიცირების შემთხვევები. მათ, გარკვეულწილად, შეეცვალათ დამოკიდებულებები, რამაც, თავის მხრივ, გაზარდა ნდობა პოლიციის მიმართ. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებისა და გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები. თუმცა, ჩვენთვის პრიორიტეტულია არა მხოლოდ მომხდარ დანაშაულზე რეაგირება, არამედ მნიშვნელოვანია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის პრევენცია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიესალმება მსგავსი პროექტების განხორციელებას და უერთდება კამპანიას - „მე ვირჩევ თანასწორობას“, - განაცხადა ღონისძიებაზე ნათია მეზვრიშვილმა. კამპანიის მიზანია საქართველოში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებით გამოწვეული რისკების შესახებ, ასევე, უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების ინფორმირებას სამართლებრივი მექანიზმების თაობაზე. კამპანიის პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იყო გამოფენა „აღმოაჩინე მრავალფეროვნება, აღმოაჩინე ისტორია“, რომელიც მოიცავდა ფოტოსერიებს და ევროპელი მოგზაურებისა და მკვლევარების ჩანაწერებს საქართველოს მრავალფეროვნების შესახებ. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა ვიდეორგოლები თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ. ღონისძიება ევროპის საბჭოს პროექტის - „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა“ ფარგლებში ჩატარდა.
(NS)
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)